სმოლანდსტოვარე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სმოლანდსტოვარე |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() სმოლანდსტოვარე - ერთ ერთი უძველესი მონადირე ჯიშის ძაღლია შვედეთში. ესაა მკვრივი, გამძლე და შეუპოვარი მდევარი ძაღლი, რომლისთვისაც არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს ბევრისთვის გაუვალი ტყე და ბუჩქნარი, რომელიც ასობით ჰექტარზეა გადაჭიმული სამხრეთ შვედეთში სმოლანდის რაიონში. უმაღლესი აზარტით და დაუოკებელი ზალის პატრონი, კატეგორიულად არაა ნაჩვენები სახლის პირობებში ყოლისთვის. ![]() ეს უპოპულარულესი მდევრის ჯიში სკანდინავიურ ქვეყნბში თითქმის უცნობია ევროპის მონადირეებში თუ მთელს დედამიწაზე. სმოლანდსტოვარე არაა აღიარებული არც ამერიკული და არც ინგლისური მეძაღლეობის კლუბის მიერ. ამის მიუხედავად ამ ჯიშზე შვედეთში უხსოვარი დროიდან მოიპოვება ცნობები, მათ შორის, ბუნებრივარ კუპირებული კუდის თაობაზე ! ჯიშის საბოლოო ჩამოყალიბება თუ მრავალი თვისების გაუმჯობესებას მიაწერენ ბარონ ფონ ესენს. მეოცე საუკუნის დასაწყისში მან შეაჯვარა იმ დროინდელი შვედური საუკეთეოს სანადირო თვისებების მდევრები. შვედეთის მთავარმა მეძაღლეობის კლუბმა იგი აღიარა 1921 წელს. შეფერილობა: შავი ჯანგისფერი. მცირედი თეთრი ლაქები დასაშვებია მკერდზე და კიდურებზე. სიმაღლე: დაახლოებით 58 სმ-ი. ![]() ჯოან პალმერი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 11:02 |