ქედნებზე ბახა-ბუხი :D, 19 . 12 . 2012 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ქედნებზე ბახა-ბუხი :D, 19 . 12 . 2012 |
Dec 21 2012, 02:37
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Attention, Attention!!!
სამშაბათის საღამოა. ვზივარ ჩემთვის კომპიუტერთან C#-ის კოდებს ვუყურებ, მეორე დღეს გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და ამ დროს გაისმა მერკურის ხმა(ტელეფონზე რეკავენ). ჩემმა ტელეფონმა დაყვინა, მაქვს ახალი და შესაბამისად ბევრის ნომერი აღარ მაქვს და ვხედავ უცხო ნომერია... ვახ, ვის გავახსენდი ან რაუნდათ-თქო ვიფიქრე. ამასობაში კი ვუპასუხე და...: -ალო! -ლაშა, რას შვები როგორ ხარ? -კარგად ვარ. რომელი ხარ? -ზახარა ვარ. -ვა ზახარ, როგორ ხარ რას შვები და ა.შ. -კარგად ვარ. ხვალ რას შვები? -შუადღემდე არაფერს. -აბა მერე რას შვები? -მერე უნივერსიტეტში ვარ მისასვლელი. -სანადიროდ ვაპირებთ ხვალ და ვიფიქრე წამოხვიდოდი... (ამ დროს ათასმა აზრმა გამირბინა ტვინში, თუ როგორ შეიძლებოდა უნივერსიტეტისთვის თავი ამერიდებინა... მაგრამ არაფერი მაფიქრდებოდა...) -ზახარ, ნახევარ საათში დაგირეკავ და ზუსტად გეტყვი პასუხს. -კაი, მიდი დაგელოდები. -კაი. ამ დროს ჩავარდი იზმენებში. ისიც ვიფიქრე ერთი გამოცდის დედაცთქო, მარა არ გამოდიოდა. მერე ვრეკე ჯგუფელებთან, მაგრამ სასიკეთო ვერც იმათმა მითხრეს რამე... ბოლოს ვიფიქრე გამოცდის დროს იქიდან დავურეკავ, ვეტყვი დიდთოვლობის გამო ტყეში ჩავრჩით და ვერ ვახერხებ მოსვლას და იქნებ გადამიტანოსთქო და ავკრიფე ზახარას ნომერი... -ალო! -ალო! ხმაზე კალვერა ვიცანი უცბად. -იკო შენ ხარ? -ხო მე ვარ. -ბიჭო ლაშა ვარ როგორ ხარ? -კარგად შენ როგორ ხარ რას შვები? -მეც კარგად ვარ... ხოარ ჩაგისვიათ ვინმე? -არა არავინ. მოიცალე? -კი კი მოვდივარ. როდის გავდივართ? -ღამე 3-ზე შენთან ვიქნებით. -კაი, მოვემზადები მაშინ. მოკლედ, ცოტა ვიფუსფუსე ჩავბარგდი და ამასობაში კი გახდა 1 საათი. ძილის რა მოგახსენოთ და ვიფიქრე ცოტას მივყვინთავ მაინც-თქო, მაგრამ არც ეგ გამომივიდა. 3-ის ნახევარზე ავდექი ჩავიცვი და იკოს ზარმაც არ დააყოვნა. ჩამოდი მოვედითო - იუწყებოდა... მეც ავიღე ჩანთა, თოფი, გამოვუშვი ჩემი ლომი და ფრინველთმგუდავი და ჩავედი ქვევით. კვიცივით ნივით დამხვდნენ Jei და კალვერა თავისი ჯინოთი. ჩავბარგდით ჩავსხედით და წავედით ზახარას ასაყვანად. ჩამოვიდა ზახარაც. დავამატეთ ზახარას გრუზებიც, ჩავჯექით და ჰერი-ჰერი ალაზნისკენ. ეხლა ის დროა უკვე შეჯამებული ეკიპაჟი წარმოგიდგინოთ: 1. კალვერა 2. ზახარა 3. Jei 4. Fishman ძაღლები: რიჩი და ჯინო. ცოტა პეიზაჟებით დატკბით ![]() ![]() ![]() თოვლის და ყინვის გამო მოგვიწია ძალიან ნელა სიარული, ამიტომაც იხვის „პერელიოტს“ ვერ მივუსწარით :( ადგილზე რომ მივედით უკვე გათენებული იყო... გადმოვედით მანქანიდან, ავისხით იარაღი და შევუყევით ტყეს. ![]() ![]() ცოტა ვიბოდიალეთ.მე და ზახარამ დავიწყეთ ლაპარაკი, უცბად ზახარამ არწივის მზერა ისროლა, ამას თოფიც მიაყოლა, მარა არაფერი... ქედანმა შეიბერტყა ერთი და გაფრინდა ასტრალში... აქ ქედნების წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობა... ![]() ![]() დავიწყეთ ისევ ბოდიალი. მე და Jei თლა უშედეგოდ დავბოდიალებდით იკომ ალბათ სკოლის ფოტოგრაფის ხმაზე დაუძახა Jei-ს სურათს გიღებო და აი შედეგიც... ![]() ეხლა შენ გადაგვიღეო... ![]() შიგადაშიგ ცოტ-ცოტა სურათებიც ვიღეთ... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კარგა დრო იყო უკვე გასული. ზახარამ თქვა მანქანასთან წავიდეთ კიშკები წამოვიღოთ, რამე ადგილი მოვძებნოთ და აქ დავჯდეთო. წავედით მანქანასთან. ცოტა იქ მივირთვით. ![]() ![]() ავბარგდით და დავუბრუნდით ტყეს. იხვი და ბატი მოძრაობდა, ოღონდ ძალიან მაღლა და მაგათზე ოცნებასაც თავი დავანებეთ... ამასობაში თოვლიც თითქმის დამდნარიყო... ტყე დაგვხვდა ასეთი ![]() და დავტოვეთ ასეთი ![]() გავშალეთ დაყრილ ტოტებზე ჩვენი „პურ-მარილი“ და შევუდექით ჭამისთვის მზადებას. ზახარამ ჩამოასხა თავისი "ფლიაშკიდან", იკომ კიდე რაღაც „მადაფაქობა“ ბუტერბროტები გააკეთა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეს ეს იყო უნდა დაგველია და ზახარამ „ეე ბიჭოო!“ დაიძახა. თავიდან ვერ მივხვდით მე და Jei რა უნდოდა. რო მივხვდით კიდე გაფრენილები იყვენენ მე პირადად პირველად ვიყავი ქედანზე სანადიროდ და ვესროდი ყველა დისტანციაზე. ვაზნა არ დამნანებია ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, რომ ხვდებოდა მარა არ კვდებოდა. რკინის აბჯარ ასხმულები დაფრინავდნენ სავარუდოდ... Jei ბუთქებდა, -„უხ შენი ავაცილე...“ მე ვპასუხობდი: -არ აგიცილებია. -რა იცი? -რა ვიცი და ბუნდღები ჩემთან ცვივა... ამასობაში კი გახდა 3 საათი(გამოცდის დრო) და უცბად გამოცდა გამახსენდა. იმ შემართებით, რომ ეხლა ლექტორს დამალაპარაკებენ და უნდა ვაბოლო რაღაცეებითქო დავრეკე ჯგუფელთან მეთქი რა ხდება დამალაპარაკე ან ნომერი გამოართვითქო და დავურეკავთქო. ჰოოოდა ეგრევე მახარა გამოცდა გადაიდოო. მოდით ეხლა და ნუ იტყვით, რომ ოჩოპინტრე არ არსებობს!!! მოკლედ, ორმაგად ნასიამოვნები დავრჩი ერთხელ კიდევ იკომ ერთი ქედანი 3 ვაზნით ძლივს მოკლა და მოკლედ, ასეთ რეჟიმში ვაგრძელებდით ახალი წლის ღამეობანას თამაშს ბათქაბუთქით ნუ ბოლოს 2 ცალი მაინც გამოვასალმე სიცოცხლეს და ჩამოვიკიდე ქამარზე. პროგრამა მინიმუმი შესრულებული იყო! ცოტ-ცოტა კიდევ წავიპოზიორეთ... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დრო დადგა ჩვენი შინ დაბრუნების და გავეშურეთ მანქანისკენ. იქ ცოტა კიდევ წავიხემსეთ, ნანადირევი ვაპოზიორეთ, ჩვენც ზედ მივყევით და ჩავლაგდით. ![]() ესეც სრული ნანადირევი... ![]() აქ ქედანზე გამარჯვებული ზახარა არწივის მზერას აბყრობს არემარეს! ![]() ![]() Jei-მ კი იბუზღუნა არ მინდა ამათთან გადაღებული სურათი, არცერთმა თავი არ მომაკვლევინაო, მაგრამ მაინც მოხვდა კადრში ![]() გამოვეშურეთ თბილისისკენ დაღლილ-დაქანცულები. ტრასამდე გამოსვლისას Jei-მ და ზახარამ „ნივა ყველგან მივას“ პრინციპით მაგრად ი-OffRoad-ეს. მე და იკოს კიდე უკან თითქმის ფეხზე დამდგრებს გათიშულებს გვეძინა. როგორც Jei-მ და ზახარამ გვითხრეს თავებს ხან ერთმანეთს ვურახუნებდით და ხან მანქანის ჭერს... მოკლედ, ისევ ნელნელა და მშვიდობით დავუბრუნდით ჩვენ-ჩვენ სახლებს. P.S. მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავრჩი! პირველად ვინადირე ქედანზე(ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე. რთული და აზარტული ყოფილა), გავედი ქალაქგარეთ და მშვენივრად გავატარე დრო... დანარჩენს კიდევ ბიჭები მიამატებენ, თუ რამე გამომრჩა... მადლობა ყურადღებისთვის. |
|
|
|
![]() |
Dec 26 2012, 23:56
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi |
|
|
|
|
Fishman ქედნებზე ბახა-ბუხი :D Dec 21 2012, 02:37
Jei კარგი რეპორტი გამო... Dec 21 2012, 03:46
ჯეკო ყველაფერი კარგია მ... Dec 21 2012, 05:22
Davitus აი საღოლ რა ლაშა, ძლ... Dec 21 2012, 05:23
KTX-100 Fishman
ზე რეპორტია ძმა... Dec 21 2012, 08:26
გიგი KTX-100
ეხლაც რაღაც გამ... Dec 21 2012, 08:48
gogita.m მომეწონა რეპორტი.
... Dec 21 2012, 08:55
ლეონ-ბლექი ყოჩარ ლაშაბერ. კარ... Dec 21 2012, 08:58
ჯეკო ციტატა(levani @ 21st December 201... Dec 21 2012, 09:01
ჭალიმგელა Fishman
ყოჩაღ შენ, იქაუ... Dec 21 2012, 09:05
ზახარა მაგარი რეპორტია მ... Dec 21 2012, 09:18
kajuberi კარგი რეპორტია. სა... Dec 21 2012, 09:21
ჰერცოგი საღოლ რეპორტი მართ... Dec 21 2012, 10:01
Bonehill დონეა დონე !
ფიშმ... Dec 21 2012, 10:01
sabo73 Fishman
მალადეცი გითხა... Dec 21 2012, 10:25
Fishman ვააახ მადლობა მადლ... Dec 21 2012, 11:04
hunter777 რეპორტი კარგი ყო მ... Dec 21 2012, 11:07
LeoTaso Fishman
ქედანზე ნადირო... Dec 21 2012, 12:22
კალვერა მშვენიერი რაპორტი... Dec 21 2012, 20:38
T A M P L I E R კარქები ხააართ კარ... Dec 21 2012, 21:56
Fishman T A M P L I E R
ჯეის კვიცია... Dec 21 2012, 22:12
ლეკი კარგია ბიჭებოოო.... ... Dec 21 2012, 23:03
Ellimyst ლაგოდეხისკენ არის ... Dec 23 2012, 11:58
Bull Fishman
შენ რამდენი ქე... Dec 26 2012, 21:27
Fishman Bull
2 Dec 26 2012, 21:58
chagaraa საღოლ ბიჭებო, ჯიგრ... Dec 26 2012, 23:06
Fishman chagaraa
გაიხარე! დიდ... Dec 26 2012, 23:29
T A M P L I E R Fishman
რა დიდი მადლობა... Dec 26 2012, 23:33
Fishman T A M P L I E R
მაგაზე გაწყ... Dec 26 2012, 23:36
T A M P L I E R Fishman
ციტატა(khmaltevza @ 27th... Dec 26 2012, 23:39
Fishman T A M P L I E R
დროის ფაქტო... Dec 26 2012, 23:46![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 23:24 |