რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

14 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები
gagrinski
პოსტი Jan 31 2013, 18:43
პოსტი #71


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ვაი ამათ პატრონს, დღეს სიუჟეტისთვის გარემოს დაცვის მინისტრი და სააგენტოს ხელმძღვანელები ჩავწერე და ნეტა რატომ???? სააგენტოს ხელმძღვანელი იძახის ვინ თქვა რომ ნადირობა არ შეიძლება ბრძანება ხომ არსებობს ცხოველებზეო? ტყის ქათამზე ვითომ რატომ უნდა გადავწიოთ მოპოვებაო, მინისტრმა კიდევ 3 წელი დამჭირდება პოპულაციები რომ დავიტვალოთო, ბრაკონიერებს კიდევ ჯერ გდის ჩამოვაყალიბებ და მერე დავუწყებ ბრძოლასო.

გული გამისკდა, newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif

დანარჩენს მეგობრებო შაბათს კურიერში 9 საათზე მოგახსენებთ.

ერთი რამის პირობას გაძლევთ რასაც შევძლებ და რაც ტკივა მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოებას მაგის მიტანას ჩინოვნიკებამდე მაქსიმალურად ვეცდები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი Jan 31 2013, 18:45
პოსტი #72


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩვენი საშველი სამწუხაროდ არ არის.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jan 31 2013, 19:13
პოსტი #73


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gagrinski
ვაი მაგათ პატრონს კიარა, ვაი ჩვენს პატრონს მაგათ ხელში რომ ვართ.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jan 31 2013, 20:38
პოსტი #74


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი ?!


engruss.gif engruss.gif engruss.gif engruss.gif engruss.gif thinking.gif

მიტინგი უნდა მოვაწყოთ სხვა გზა არაა რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jan 31 2013, 20:58
პოსტი #75


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



არაუშავს, მე ვცდი და საკმაოდ მწვავედაც და დანარჩენს იმედი მაქვს ეშველება. ჭალიმგელაც და ბატონი შადიმანიც მშვენიერი რესპოდენტები არიან და მჯერა რომ შედეგს მივაღწევთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani100
პოსტი Feb 1 2013, 10:20
პოსტი #76


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 700
რეგისტრ.: 15-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩვენ კიდევ ვფიქრობდით აბა რამე არ გამოგვრჩეს, ვკამათობდით ამ ეტაპზე რა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია,
გაგვიჩნდა იმედი რომ მოგვისმენდნენ მაინც და ამ დროს ისევ დიდი იმედგაცრუება. საერთოდ სამინისტო რაში ხედავს
თავის ფუნქციას და პრიორიტეტს, აუხსნან ხალხს ბოლოსდაბოლოს. ისევ გრძელდება ხაჩიძეობა? მართლა გულსატკენია ესეთი არაპროფესიონალები რომ არ ელევა ამ სფეროს. ევროპისკენ რომ იყურებიან უკვე 20 წელია, კარგს ვერაფერს ხედავენ ამ მიმართულებით? რომელი ევროპელი ერი გააბედეინებს ესეთ გულგრილობას საკუთარი ბუნების და ხალხის წინააღმდეგ, არცერთი. მართლა არაა საშველი მემგონი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი Feb 1 2013, 11:34
პოსტი #77


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ დიდი მარაზმია ეს ყველაფერი რა. დღეს გავიგე, რომ თურმე ადამიანს შეუძლია წინასწარ გადაიხადოს ჯარიმა და შემდეგ წავიდეს და ინადიროს კანონით აკრძალულ ფაუნის წარმომადგენლებზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 1 2013, 12:20
პოსტი #78


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გვქონდა დღეს ჩაწერა. მე და ბატონი შადიმანი ვიყავით. სათქმელი კი ვთქვით, აი რამდენად გაიგებენ ეგ მეორე საკითხია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Feb 1 2013, 12:41
პოსტი #79


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ჭალიმგელა
როდის და რომელ არხზე უნდა გიხილოთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Feb 1 2013, 12:56
პოსტი #80


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შოთა.03

ხვალ ანუ შაბათს 9 საათიან კურიერში newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Feb 1 2013, 14:08
პოსტი #81


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



დიდი მადლობა მეგობრებო რომ დამეხმარეთ რეპორტაჟის გაკეთებაში. ვეცდები მტავარი ტკივილი მონადირებისა და მეთევზეებისა მივიტანო იმათ ყურამდე. წინასწარ გიხდით ბოდიშს თუ საეთერო ფორმატში ვერ ჩავეტიე და ყველაფერი ვერ გამოვიტანე სააშკარაოზე. ბრაკონიერობა და იდიოტური კანონი ნადირობაზე 100%-იანი იქნება, დანარჩენებსაც ნელ-ნელა მივყვებით იმედია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Feb 1 2013, 15:17
პოსტი #82


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ვინმემ აქ რაც წერია ის ამიხსნას სამინისტროან და საერთოდ აღარ ვინადირებ. ვინდათვალა როგორ მაინტერესებს..
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისბრძანება №2762011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 1.1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში: ა) არჩვზე – 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე – 1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; გ) მურა დათვზე – 1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე – 15 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ე) ნიამორზე – 15 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე – 1 სექტემბრიდან – 1 დეკემბრამდე; ზ) კურდღელი – 1 სექტემბრიდან – 1 თებერვლამდე; თ) მაჩვზე – 1 სექტემბრიდან – 1 თებერვლამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; კ) ქვის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ლ) მგელზე – 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; მ) ტურაზე – 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ნ) მელაზე – 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; პ) ტყის კატაზე – 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე; რ) შველზე – 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; 2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში: ა) კავკასიურ როჭოზე – 1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; გ) ხოხობზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; დ) კაკაბზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; ე) დურაჯზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; ვ) გნოლზე – 1 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე; თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე; ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:ა) არჩვზე – 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე – 1 ნოემბრიდან – 1 თებერვლამდე;გ) მურა დათვზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე – 5 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ე) ნიამორზე – 5 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე – 1 სექტემბრიდან – 1 იანვრამდე;ზ) კურდღელი – 1 სექტემბრიდან – 1 მარტამდე; თ) მაჩვზე – 1 სექტემბრიდან – 1 მარტამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;კ) ქვის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ლ) მგელზე – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; მ) ტურაზე – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; ნ) მელაზე – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 სექტემბრიდან – 1 იანვრამდე; პ) ტყის კატაზე – 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე; რ) შველზე – 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე – 1 სექტემბრიდან – 1 იანვრამდე;ტ) კავკასიურ როჭოზე – 1 ნოემბრიდან – 15 იანვრამდე; უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან – 15 იანვრამდე; ფ) ხოხობზე – 1 ოქტომბრიდან – 1 თებერვლამდე; ქ) კაკაბზე – 1 ოქტომბრიდან – 1 თებერვლამდე; ღ) დურაჯზე – 1 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; ყ) გნოლზე – 15 ნოემბრიდან – 1 მარტამდე;”
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდა ამისა, დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები:
ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №275

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.”.
2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში”.
3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში:
ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი;
ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ”, „დ”, „რ”, „ტ”, „უ”, „ფ” და „ღ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;
გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია; დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია
და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია; ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;”.
4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.”.
5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 – მე-13 პუნქტები:
„10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება.
11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ”
საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.
12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.
13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ”, „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. “
6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. ნადირობისათვის აკრძალული ვადები
1. ნადირობა აკრძალულია:
ა) არჩვზე – 1 მარტიდან – 15 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე – 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; გ) მურა დათვზე – 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; დ) ჯიხვზე – 1 მარტიდან – 15 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე – 1 მარტიდან – 15 დეკემბრამდე;
ვ) ნუტრიაზე – 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; ზ) კურდღელზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;
კ) ქვის კვერნაზე – 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე – 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე – 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე; ს) ენოტზე – 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;
ტ) კავკასიური როჭოზე – 1 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე – 1 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე – 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე – 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე – 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე – 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე.
2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია:
ა) არჩვზე – 1 მარტიდან – 5 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილი ირემზე – 1 თებერვლიდან – 1 ნოემბრამდე;
გ) მურა დათვზე – 1 იანვრიდან – 15 ოქტომბრამდე; დ) ჯიხვზე – 1 მარტიდან – 5 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე – 1 მარტიდან – 5 დეკემბრამდე;
ვ) ნუტრიაზე – 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;
ზ) კურდღელზე – 1 მარტიდან – 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე – 1 მარტიდან – 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 მარტიდან – 1 დეკემბრამდე;
კ) ქვის კვერნაზე – 1 მარტიდან – 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე – 15 თებერვლიდან – 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე – 15 თებერვლიდან – 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე – 15 თებერვლიდან – 1 სექტემბრამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე – 15 თებერვლიდან – 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 თებერვლიდან – 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე – 1 მარტიდან – 15 ნოემბრამდე; ს) ენოტზე – 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;
ტ) კავკასიურ როჭოზე – 15 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე – 15 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე – 1 თებერვლიდან – 1 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე – - 1 თებერვლიდან – 1 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე – 1 იანვრიდან – 1 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე – 1 მარტიდან – 15 ნოემბრამდე;”
7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა
ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.”
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Feb 1 2013, 15:20
პოსტი #83


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



newsmile05.gif

ციტატა(dato gagrinski @ 1st February 2013 - 16:17) *
ქვის კვერნაზე – 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

მართლა ვერ გავიგე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 1 2013, 15:25
პოსტი #84


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



kajuberi
დაიცა, დანარჩენი გაიგე???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Feb 1 2013, 15:26
პოსტი #85


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჭალიმგელა
ვერა მარა ეს განსაკუთრებულად ვერ გავიგე.



თუ აკრძალილია ნადირობა მაშინ ვადები რაღატო წერია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

14 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 12:30