რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
![]()
პოსტი
#81
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
დიდი მადლობა მეგობრებო რომ დამეხმარეთ რეპორტაჟის გაკეთებაში. ვეცდები მტავარი ტკივილი მონადირებისა და მეთევზეებისა მივიტანო იმათ ყურამდე. წინასწარ გიხდით ბოდიშს თუ საეთერო ფორმატში ვერ ჩავეტიე და ყველაფერი ვერ გამოვიტანე სააშკარაოზე. ბრაკონიერობა და იდიოტური კანონი ნადირობაზე 100%-იანი იქნება, დანარჩენებსაც ნელ-ნელა მივყვებით იმედია.
|
|
|
![]()
პოსტი
#82
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
ვინმემ აქ რაც წერია ის ამიხსნას სამინისტროან და საერთოდ აღარ ვინადირებ. ვინდათვალა როგორ მაინტერესებს..
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისბრძანება №2762011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 1.1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში: ა) არჩვზე – 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე – 1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; გ) მურა დათვზე – 1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე – 15 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ე) ნიამორზე – 15 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე – 1 სექტემბრიდან – 1 დეკემბრამდე; ზ) კურდღელი – 1 სექტემბრიდან – 1 თებერვლამდე; თ) მაჩვზე – 1 სექტემბრიდან – 1 თებერვლამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; კ) ქვის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ლ) მგელზე – 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; მ) ტურაზე – 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ნ) მელაზე – 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; პ) ტყის კატაზე – 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე; რ) შველზე – 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; 2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში: ა) კავკასიურ როჭოზე – 1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; გ) ხოხობზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; დ) კაკაბზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; ე) დურაჯზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; ვ) გნოლზე – 1 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე; თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე; ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:ა) არჩვზე – 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე – 1 ნოემბრიდან – 1 თებერვლამდე;გ) მურა დათვზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე – 5 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ე) ნიამორზე – 5 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე – 1 სექტემბრიდან – 1 იანვრამდე;ზ) კურდღელი – 1 სექტემბრიდან – 1 მარტამდე; თ) მაჩვზე – 1 სექტემბრიდან – 1 მარტამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;კ) ქვის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ლ) მგელზე – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; მ) ტურაზე – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; ნ) მელაზე – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 სექტემბრიდან – 1 იანვრამდე; პ) ტყის კატაზე – 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე; რ) შველზე – 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე – 1 სექტემბრიდან – 1 იანვრამდე;ტ) კავკასიურ როჭოზე – 1 ნოემბრიდან – 15 იანვრამდე; უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან – 15 იანვრამდე; ფ) ხოხობზე – 1 ოქტომბრიდან – 1 თებერვლამდე; ქ) კაკაბზე – 1 ოქტომბრიდან – 1 თებერვლამდე; ღ) დურაჯზე – 1 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; ყ) გნოლზე – 15 ნოემბრიდან – 1 მარტამდე;” მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გარდა ამისა, დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები: ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №275 2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.”. 2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში”. 3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში: ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი; ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ”, „დ”, „რ”, „ტ”, „უ”, „ფ” და „ღ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე; გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია; დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია; ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;”. 4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.”. 5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 – მე-13 პუნქტები: „10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება. 11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი. 12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. 13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ”, „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. “ 6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. ნადირობისათვის აკრძალული ვადები 1. ნადირობა აკრძალულია: ა) არჩვზე – 1 მარტიდან – 15 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე – 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; გ) მურა დათვზე – 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; დ) ჯიხვზე – 1 მარტიდან – 15 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე – 1 მარტიდან – 15 დეკემბრამდე; ვ) ნუტრიაზე – 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; ზ) კურდღელზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; კ) ქვის კვერნაზე – 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე – 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე – 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე; ს) ენოტზე – 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; ტ) კავკასიური როჭოზე – 1 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე – 1 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე – 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე – 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე – 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე – 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე. 2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია: ა) არჩვზე – 1 მარტიდან – 5 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილი ირემზე – 1 თებერვლიდან – 1 ნოემბრამდე; გ) მურა დათვზე – 1 იანვრიდან – 15 ოქტომბრამდე; დ) ჯიხვზე – 1 მარტიდან – 5 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე – 1 მარტიდან – 5 დეკემბრამდე; ვ) ნუტრიაზე – 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; ზ) კურდღელზე – 1 მარტიდან – 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე – 1 მარტიდან – 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 მარტიდან – 1 დეკემბრამდე; კ) ქვის კვერნაზე – 1 მარტიდან – 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე – 15 თებერვლიდან – 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე – 15 თებერვლიდან – 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე – 15 თებერვლიდან – 1 სექტემბრამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე – 15 თებერვლიდან – 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 თებერვლიდან – 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე – 1 მარტიდან – 15 ნოემბრამდე; ს) ენოტზე – 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; ტ) კავკასიურ როჭოზე – 15 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე – 15 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე – 1 თებერვლიდან – 1 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე – - 1 თებერვლიდან – 1 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე – 1 იანვრიდან – 1 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე – 1 მარტიდან – 15 ნოემბრამდე;” 7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.” მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური |
|
|
![]()
პოსტი
#83
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#84
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
kajuberi
დაიცა, დანარჩენი გაიგე??? |
|
|
![]()
პოსტი
#85
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჭალიმგელა
ვერა მარა ეს განსაკუთრებულად ვერ გავიგე. თუ აკრძალილია ნადირობა მაშინ ვადები რაღატო წერია? |
|
|
![]()
პოსტი
#86
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
დიდი ეჭვი მაქვს რაღაცეები სსრ-ს ლიცენზიებიდან ამოაკოპირეს, არა რა იმდენი უნდა ვიბრძოლოთ რომ მოგვარდეს ეს პრობლემა.
|
|
|
![]()
პოსტი
#87
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
kajuberi
აკრძალულია იმ ვადებში, როცა გამრავლების პერიოდია, მიკვირს როგორ გაახსენდათ და გაითვალისწინეს. ეგაც ხეირია. კიდევ კარგ დღეში ვართ. დათო ეგ რომ სსრ-ის ლიცენზიიდან ყოფილიყო ამოკრეფილი, მინიმუმ ლოსი, ჩრდილოეთის ირემი და ვინიცის კიდევ რა ეწერებოდა. მე შენ გეტყვი მიხვდებოდნენ რამეს? |
|
|
![]()
პოსტი
#88
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#89
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#90
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
დღეს მე ჭალიმგელამ და ბატონმა შადიმანმა ერთი საათი ვიარეთ თბილისთან ახლოს ერთ-ერთ სოფელთან ახლოს მდებარე ხევში, შიგდაშიგ სროლებიც ისმოდა, შენც არ მომიკვდე ვინ გამოწმებს ან ვინაა გამკითხავი, ბატონმა შადიმანმა ფანარით ნადირობის მოყვარულების ნივთმტკიცებებსაც მიაგნო. ხვალ რომ ამას მოვუყვები მაყურებელს და სამინისტროს მაინტერესებს რა რეაქცია ექნებათ. დაახლოებით ვხვდები-იტყვიან რ2 ჩვენზე დაბოღმილია და პოლიტიკურ სარჩულს მიაკერებენ, მაგრამ ეგ მკიდია, ვიცი ბევრი თოფიტ მოსიარულე(მონადირეებს ვერ ვუწოდებ) შემაგინებს კიდეც, ეგეც მკიდია, ერთი ტხოვნა მექნება ყველასთან, თუ სეზონის დახურვამდე წააწყდებიტ ეგეთ ვაი ადამიანებს გთხოვთ გადაიღეთ რიტაც შეძლებთ და მომაწოდეთ, რაც ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ ბრაკონიერობა აღმოიფხვრას საქართველოში ამის მერე კი იმას რომ პოპულაციების რეგულაცია ისწავლოს სამინისტრომ. დიდის ამბით რომ დამიწერეს დურაჯზე ნადირობის ვადა, რომელიმ სამინისტროდან ან სააგენტოდან იცის მაინც დურაჯი საერთოდ დარჩა თუ არა საქართველოში???? ან ხოხობზე? აკონტროლებს ვინმე სანადირო მეურნეობებს მაინც ბუნებაში რომელი სახეობის ხოხობს უშვებენ? რათქმაუნდა არა. ასე გააგრძელებენ და ის რიტაც კოლხი მედეას მერე საქართველო მსოფლიომ გაიცნო აღარ დარჩება, სამაგიეროდ გვეყოლება ოქროსფერი, რუმინული და კიდევ ვინ იცის რა ჯურის ქათმები.
|
|
|
![]()
პოსტი
#91
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
gagrinski
ჯიგარი ხარ! ხალხი თუ არა, ღმერთი მაინც დაგიფასებს ასეთ მონდომებას! |
|
|
![]()
პოსტი
#92
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მეგობრებო ერთი თხოვნა მაქვს, ვინმეს ხომ არ აქვს ან იცის რომ აქვს ელექტრო მანოკი და დიდი ფანარი, პირდაპირი ეთერისთვის მჭირდება რამე ცუდი არ იფიქროთ,
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#93
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#94
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
რა ვქნა მინდა ხალხს ვაჩვენო
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#95
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 506 რეგისტრ.: 25-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
gagrinski
მაღაზიებში ნახე, შეიძლება გათხოვონ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 09:58 |