ოჩოპინტრე რუსთავი 2 ზე, ბრაკონიერების წინააღმდეგ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
ოჩოპინტრე რუსთავი 2 ზე, ბრაკონიერების წინააღმდეგ, შადიმანი ჭალიმგელა
nikoloz dvali
პოსტი Feb 5 2013, 17:48
პოსტი #126


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 141
რეგისტრ.: 10-August 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მეგრელი მართალი ხარ ტოოო ეს რაა არიის :XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX ვგიჟდებიი კაროჩე არ გვეშველება სანამ ეგეთები არ გადაშენდებიან :XXXXXXXXXXXXXხხ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Feb 5 2013, 17:51
პოსტი #127


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(შადი შამოდი @ Feb 5 2013, 17:04) *
სტენდზე რამდენიმე გაკვეთილის გავლას და ჩათვლის მიღებას. სახელმწიფო სამონადირეო ბილეთის შემოღებას, გადამფრენ ფრინველებზე სეზონის ვადების დაზუსტებას და ა.შ და ა.შ.


vetanxmebi.gif

ციტატა(შადი შამოდი @ Feb 5 2013, 17:04) *
სახელმწიფო სამონადირეო ბილეთის შემოღებას,


ამაზე ბატონებო, მომიტევეთ და ცოტა თავს შევიკავებდი!ეს ვარინატი გამოცდილია და ვიცით, როგორც გაამართლა, სამწუხაროდ.
უფრო საკლუბო ვარინატს ვეთანხმები. კლუბი უფრო ადვილია საკონტროლოა სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო თითოეული კლუბელი პასუხისმგებელი უნდა იყოს თავისი კლუბის წინაშე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Feb 5 2013, 17:54
პოსტი #128


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შადი შამოდი
ვიძახდი, ადრე თუ გვიან დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და ეხლა დავიწყოთ მზადებათქო....

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9509&st=0


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Feb 5 2013, 17:57
პოსტი #129


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საბო

ციტატა
უფრო საკლუბო ვარინატს ვეთანხმები.


საბოჯან, ვისაც ნადირობა მოუნდება კლუბისკენ რომ იწევდეს გინდა მაი ამბავი შენ? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Feb 5 2013, 20:38
პოსტი #130


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Feb 4 2013, 17:47) *
მაგათ შეიძლება ლიცენზია ქონდეთ მოპოვებაზე. სწორად მონიშნული ხის მოჭრა.. უკეთესია ტყისთვის.(სწორად გამოხშირვა აჯანსაღებს ტყეს) თუ თავისთვის ანადგურებენ კიდე...მისახედი ყოფილა ეგ საქმე.

რაის ლიცენზია აქვთ, ძმაკაცის მამა 3-ჯერ დააჯარიმეს უკვე, სახერხზე უშვებენ და მასალას ყიდიან ხოლმე.
ადრე 6-7 წლის უკან მეც ვხლებივარ მაგათ და ისეთ ნაძვებს ჭრიან რო განახა.......

წელს არჩევნები რო იყო აღარაფერს ეუბნებოდნენ და მაგრა იმუშავეს. მარტო ნაძვზე კიარა, სოფლის ტყეებში სადაც ადრე მარხილებით დადიოდნენ და რეისზე დიდი დიდი კუბომეტრი მოქონდათ,ახლა გზა გაიყვანეს ურალებით შესტებით და რავიცი რითი აღარ დადიოდნენ, აგვისტოდან გვიან შემოდგომამდე ჭრიდნენ და ჭრიდნენ რცხილებს.

მე პაჯეროთი ჩამოვიტანე (ოღონდ მე ბილეთი მქონდა აღებული).

პატარაობისას მახოსვს ისეთი ტყე იყო ჩემთან მზის შუქი ვერ აღწევდა ხოლმე ახლა კი საგრძნობლად გამეჩხერდა.
ჩემს სოფლელებზე არაფერს ვამბობ სჭირდებათ ზამთრისთვის შეშა და ჭრიან ბილეთით თუ უბილეთოდ, მაგრამ ი რო ამოდიან მანქანებით და ზესტაფონში და ჭიათურაში ყიდიან ხოლმე მერე ჩემ სოფელში მოჭრილ შეშას მაგარი ნერვები მეშლება, ჩემი სოფლელებიც არიან ახლობლებიც და სულ უცხოებიც მაგ საქმეში, რო რამე ვთქვა ისევ ან ძმაკაცის მამას უნდა ვუთხრა ან ბიძას და ან ბიძაშვილს, თანაც რო ვთქვა ისეთ უზრდელულ პასუხს გამცემენ ვიცი რო ვეღარ მოვითმენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Feb 5 2013, 20:45
პოსტი #131


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გაზიფიცირება რო დაიწყოს მთელი საქართველოს მასშტაბით, მნიშვნელოვნად შემცირდება შეშაზე მოთხოვნა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Feb 6 2013, 00:28
პოსტი #132


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Fishman @ Feb 5 2013, 18:57) *
საბო
საბოჯან, ვისაც ნადირობა მოუნდება კლუბისკენ რომ იწევდეს გინდა მაი ამბავი შენ? D.gif


კი ბატონო, გამოიწიოს. ოღონდ კლუბს უკვე სხვა მოთხოვნები ექნება გასაწევრიანებზე.
აბა ეხლაც და მონკავშირის დროსაც, ვისაც არ ეზარებოდა, ყველას ბილეთი ედო და თუ არ ედო, არც ის აწუხებდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Feb 6 2013, 01:31
პოსტი #133


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(shadimani @ 5th February 2013 - 18:04) *
"სამონადირეო მინიმუმის" გამოცდების ჩაბარებას

ძალიან მძიმედ მახსენდება ეგ "მინიმუმი". ქონდა ადრე "მონკავშირს" ეგ მოთხოვნა და პატარა ბროშურაც ქონდა გამოცემული. სავალდებულო იყო მაგისი ჩაბარება. მეც ავდექი და ზეპირად ვისწავლე. რომ მივაკითხე..მკითხეს თუვიცოდი მინიმუმი. მე ვუთხარი ზეპირად მეთქი. დაიჭირა ერთმა ხელში ეგ წიგნი(ეჭვი მაქვს თვითონ არ იცოდა ნორმალურად) და დამიწყო გამოკითხვა.
აბსოლუტურად ყველაფერს ვუპასუხე და ბოლოს მიადგა თოფის კალიბრებს. რა კალიბრები იციო. ჩამოვუტვალე 12, 16, 20, 24, 28 და 32 კალიბრები. მკითხა 10 და 8 კალიბრი თუ იციო. არ ვიცოდი. აი მანდ დამერხა... ეგ წიგნში არ არის მეთქი.. "მერე რა.. მონადირემ ისედაც უნდა იცოდეს ეგეთი რამეებიო" ხოდა მეორე დღეს..საერთო ნაცნობი ვიპოვნე და სოლიდური "მაღარიჩის" მერე მივიღე "მონკავშირის" ბილეთი. მაგის მერე მომეცა თოფის შეძენის საშუალება. მაგითი არაფერი შეცვლილა ჩემ გამოსცილებაში გარდა ერთისა..უკვე ვიცოდი..რომ არსებობდა 8 და 10 კალიბრის თოფებიც. მოკლედ..მაგისი ბოროტად გამოყენების შანსები ძალიან დიდი იქნება.

ციტატა(khmaltevza @ 5th February 2013 - 19:57) *
საბოჯან, ვისაც ნადირობა მოუნდება კლუბისკენ რომ იწევდეს გინდა მაი ამბავი შენ?

ეგ რომ არ უნდა..სწორედ მაგას წერს. ვინმემ რომ მართლა დააწესოს ეგ ბილეთები.. მართლა მოგიწევს იმ ბილეთების დამწესებლისკენ წასვლა..მაგას გინდა კლუბი ეზახე და გინდა ფედერაცია. მთავარია იმათ გარეშე ვერ ინადირებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Feb 6 2013, 01:52
პოსტი #134


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს თოფი ვის მიყიდონ და ვის არა. ფსიხო მაინც გაამკაცრონ, ზოგი ისეთი დებილი იღებს, გაოცდები კაცი. მაგრამ იქამდე ჯობია გაუფორმებელ თოფებს მიხედონ, ათასობით ხალხი დადის ბიძაშვილ მამიდაშვილის იარაღით და მე დაჯარიმებული არავინ მინახავს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Feb 6 2013, 02:35
პოსტი #135


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(bendeksi @ 6th February 2013 - 03:52) *
მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს თოფი ვის მიყიდონ და ვის არა.

მაგას პოლიცია აკონტროლებს. ფსიქოს კიდე არც ეგრე ადვილად იძლევა ვინმე. ჩემ თვალწინ არ მიცეს კაცს ფსიქო იმის გამო..რომ მხედველობის პრობლემები ქონდა. სულ დედის გინებით წავიდა საწყალი. ადრე უპრობლემოდ ვიღებდი და ეხლა ამათ..მოუტ.. და ა..შ.. D.gif
ციტატა(bendeksi @ 6th February 2013 - 03:52) *
მაგრამ იქამდე ჯობია გაუფორმებელ თოფებს მიხედონ,

მაგისთვის ამნისტია გამოიცა. ედიკას დროს..თოფების 80% არ ფორმდებოდა რეალურად. საკუთარ ქვითრებს წერდნენ და ჟურნალში არ არეგისტრირებდნენ. ფულს ჯიბეში იდებდნე რათქმაუნდა. წლების მანძილზე მაგას ის მოიტანა..რომ არსებული თოფების უმრავლესობა გაუფორმებელი აღმოჩნდა. მაგიტომ გამოიცა ამნისტია და ყველა იარაღი თავიდან რეგისტრირდება.
ციტატა(bendeksi @ 6th February 2013 - 03:52) *
ათასობით ხალხი დადის ბიძაშვილ მამიდაშვილის იარაღით და მე დაჯარიმებული არავინ მინახავს...

მაგ შემთხვევაში დაჯარიმებულს ვერც ნახავ. მაგაზე ციხეა და არა ჯარიმა. მე რამდენიმე შემთხვევა ვიცი..რომ დაიჭირეს საერთოდ. უკანონო იარაღის ტარებაა ეგ. მაგას საერთოდ გაუფორმებელი თოფის ტარება ჯობია..მხოლოდ ჯარიმა და ჩამორტმევაა. სხვისი თოფით სიარული(პატრონის გარეშე) სროკია..სხვათაშორის ტოფის პატრონისთვისაც..თუ მოპარვაზე არ აქვს განაცხადი შეტანილი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Feb 6 2013, 03:01
პოსტი #136


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(bendeksi @ 6th February 2013 - 03:52) *
მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს თოფი ვის მიყიდონ და ვის არა.

ისე ეს..მართლა საინტერესო ფენომენია. ყველა ევროპულ..წესიერ ქვეყანაში..იარაღი იყიდება თავისუფლად. ამერიკა ხომ საერთოდ. იმსიშორეზე წავიდა..რომ სამხედრო!.. იარაღიც კი მხოლოდ პირადობის მოწმობის ჩვენებით იყიდება. იქ..ჩვეულებრივ მოქალაქეს..ყუმბარმტყორცნის ყიდვა შეუძლია.. ხოდა ეხლა რომ დააპირეს პატარა შეზღუდვა(მხოლოდ ავტომატებზე) მთელი ქვეყანა აჯანყდა.. თან იმ უბედურების ფონზე..რაც რამდენჯერმე დატრიალდა ამერიკაში. ხოდა ეგ ვერ გავიგე..ჩვენ რატომ ვითხოვთ..რომ სახელმწიფომ მაინცდამაინც კისერში წაგვიჭიროს ხელი?.. რა გვგონია..ჩვენ უკვე პროფესორები ვართ.. ჩვენ არ შეგვეხება ეგ შეზღუდვები და ახალბედებმა კისერიც იმტვრიონ?.. ეგეთი მონკავშირები საერთოდ არ ყოფილა ევროპაში..შტატებში..კანადაში და ა..შ... მაგრამ ნადირობის საკითხები იქ რომ არის მოწესრიგებული ეგრე სად არის?.. ყველაზე მეტად უვარგისი და მოუწესრიგებელი სისტემა სწორედ საბჭოური იყო. იმიტომ..რომ სულაც არ იყო საჭირო რამის მართლა სწავლა. ის ბილეთი მაინც ლევად უნდა გაყიდა და რა საჭირო იყო ტვინის ჭყ**ტვა?.. რეალურად ახალბედას ყველაზე კარგად გამოცდილი მონადირე ასწავლის გვერდში დგომით. მაგის საშუალებას კი სწორედ ჩვენნაირი კლუბები იძლევა. აი ეს უნდა განვითარდეს. ეგ განვი/ტარდა სხვაგანაც და აქაც ეგ არის საჭირო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი Feb 6 2013, 13:25
პოსტი #137


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



... этот в. ролик, еще один большой шаг, в сторону цивилизованной охоты и правильной ориентации, будущих молодых охотников, да и закоренелых брконьеров Грузии...!!! Я уверен, обшественность, как и исполнительная власть, не оставит без внимание, то творящееся беззаконие, в разрешительной, исполнительной, да и в самой, охотничей среде...!!! Такие в. ролики, являются стимулом и символом, будущего цивилизованного подхода общественности, к окружающей природной среде, и их обетателям.... Огромное спасибо ВСЕМ. кто принимал участе, в создании данной видеопрограммы...!!! С Уважением Акоп Казарян....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Feb 6 2013, 13:31
პოსტი #138


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



спасибо уважаемый, надеюсь начнём кампанию против бракониеров
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Feb 6 2013, 14:05
პოსტი #139


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით, 43 კანონპროექტიანი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომლის განხილვაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

პარლამენტში წარდგენილი პაკეტით, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ.

ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ფუნქციები დაუბრუნდება, რომლებიც, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.

კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებიდან გამოდის და გარემოს დაცვის სფეროს უბრუნდება. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

ამას გარდა, ცვლილებები შედის "საქართველოს წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" კანონშიც, რომლის მიხედვითაც, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა მოხდება, თუმცა, ზოგადად ნადირობა მთელ რიგ დაცულ ტერიტორიებზე აიკრძალება.

კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.

ცვლილებებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამედიცინო მიზნებისთვის, რაც სამინისტროს წერილობით საფუძველზე განხორციელდება.

ამას გარდა, ცვლილებებით, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით წარადგენს.
ამასთან, მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო იქმნება, რომელიც სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს.

ასევე ცვლილებებით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და ტყის ფონდის ტერიტორიებზე.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ემატება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე. ჩამოყალიბდება კონტროლის დანაყოფი, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გააკონტროლებს გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას და შეებრძოლება ბრაკონიერობას.

"ამით გარემოს დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები იწყება.

აღნიშნულ უწყებას მიეცემა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვლად განახორციელოს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მთავარი თანამომხსენებელია.

დაახლოებით ორი წლის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც უწყების მმართველობის სფეროში შემავალი მთელი რიგი სფეროები სხვადასხავა სახალმწიფო უწყებებზე გადანაწილდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Feb 6 2013, 14:56
პოსტი #140


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gagrinski

მდაააა..... ანუ რაღაც უნდა ეშველოს ჩვენს ბუნებას. იმედი მაქვს მიეხედება ელექტრიკებს და ბადეებს.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th February 2026 - 19:52