მოკლედ ამ შაშხანაზე მცირე ინფოს დადება იმიტომ გადავწყვიტე, რომ როგორც გავიგე ამ შაშხანის შემოტანას აპირებენ ერთ–ერთ იარაღების მაღაზიში დინამოსთან, რადგან ჩვენი ბაზარი არ გვანებივრებს PCP–ი შაშხანების მრავალფეროვნებით და საერთოდ უპრიანი იქნება თუ ვიტყვით რომ პირველი PCP–ი შაშხანაა რომელიც შემოვა ჩვენს ბაზარზე ფართო გაყიდვაში. ( ნუ იყო რაღაც პრეცედენტები მაგრამე ს მხოლოდ კერძო დაკვეთებს ვუშვებდით და ჩვენი ძალებით ჩამოგვქონდა )
ჰო აღნიშნული განხილვ არის თარგმანი ერთ–ერთი უცხოური ფორუმიდან .
მწარმოებლის საიტი www.hatsan.com.tr
მოკლედ უცხოელი მეგობრების და კეთილი ადამიანების დახმარებით , ხელშ ჩამივარდა ეს შაშხანა Hatsan AT 44 -10 S 4,5 კალიბრი , თავიდანვე გეტყვით რომ მე არ ვიცი რა ღრს ეს შაშხანა ან რა ტექნიკური მონაცემები აქვს , უბრალოდ ვიტყვი და დავწერ იმას რაც ვნახე და გამოვცადე იმ შაშხანებთან შედარებით რაც მე მაქვს და მქონია.
თავიდან თოფი დაშლილ მდგომარეობაშია ყუთში , საკმაოდ კარგა შეფუთული , რომ არ დაზიანდეს და ორ ნაწილადაა დაშლილი, აწყობა უმარტივესია.კონდახს რომ დავუყენებთ მივიღებთ ესეთ შაშხანას
გარედან დათვალიერებთ რაიმე მნიშნელოვანი დეფექტი არ შემიმჩნევია თითქოს ყველაფერი კარგად არის გაკეთებული (თურქულ იარაღში ესეთები სასიამოვნო იშვიათობაა ) ხელში, რომ აივღე შაშხანა თითქოს ზედმეტად გრძელი მომეჩვენა, მაგრამ როცა იგი AA S410–ს შევადარე , გაკვირვებულიც კი დავრჩ რადგან იგი დაახლოვებით 4 სანტიმეტრით მოკლე აღმოღნდა AA–ზე. (ჰატსანის რეალური სიგრძე 1066 მმ–ია) ალბათ იმის ბრალია რომ მისი ბალანსი ზედმეტად წინ არის გადანაცვლებული.
რომ არ დავიტანჯო ლოდინით ერთი–ორი ტყვია გავისროლე ქრონოგრაფში…. ( ეს არის ხელსაწყო რომელიც ტყვიის ფრენის სიჩქარეს ზომავს) JSB Heavy 0,67 გრამიანი ტყვია გაფრინდა 302 მ/წმ–თი ამ პარამეტრით ჰატსანი გლიჯავს , არანორმალური ძალა აქვს
შაშხანას აქვს 10 ტყვიიანი მჭიდი ( 2 ცალი მოყვება კომპლექტში) . გადატენვის სისტემა ანალოგიურია AA S410–ის და Weihrauch HW 100–ის. თუმცა მთგან განსხვავებით აღჭურვილია ავტომატური მცველით ანუ ყოველ გადატენაზე საჭიროა მისი მცველიდან მოხსნა რომ გასროლა მოახდინო , ცოტა გაუგებარია რა საჭიროა მჭიდიან შაშხანაზე ავტომატური მცველი , ნერვების მომშლელია და მეტი არაფერი თუმცა თურქებს რას გაუგებს კაცი . უნდა აღინიშნოს რომ ყველაფერი მუშაობს კარგად , მაგრამ მექანიზმის მუშაობისას დამრჩა რაღაც უცნაური შეგრძება თითქოს ყველაფერი არ არის ისე გამოკვეთილი როგორც უნდა იყოს ანუ არ იგრძნობა ის რომ მექანიზმი მუშაობს მკვეთრად და საიმედოდ ამის გამო ხანდახან ძნელია გაიგო მართლა გადაიტენა შეშხანა თუ არა . გადატენა არ იწვევს ისეთ სასიამოვნო შეგრძნებას როგორც ეს AA S410–ის და Weihrauch HW 100–ის გადატენისას გეუფლება თუმცა ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. ალბათ საჭირო იქნება დაშლა , ნაგციგან გაწმენდა , ნაწილების გაპრიალება და მერე ეშველება ან შეიძება მუშაობის პროცესში თავისით გაიწმინდოს და დარეგულირდეს . კიდევ ერთი რაც რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არის ის რომ გადასატენი რიჩაქი დამზადებულია ძალიან უხარისხო სილიუმინის შენადნობისაგან და მალევე ტყდება ექსპლუატაციის დროს, ამიტომ საჭიროა მისი დურალისგან ან ალუმინისგან დამზადება. საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია.
გადამშვების დამამკვრივებელი რეზინა არის რესივერში ჩამონტაჟებული როგორც ძვირიან ხარისხიან მოდელებში და არა მიმწოდებელზე როგორც ეს ბიუჯეტური წარმოების მოდელებზე ხდება. რეზერვუარის თავში არის შკალა, რომელიც აჩვენებს თუ რამდენი ჰაერის რაოდენობაა დარჩენილი რეზერუარში და შესაბამისად გასროლების რაოდენობაც. შკალა შავ–თეთრია და ნორმალურად კითხვადი. აქ სურათი გამოვიდა საკმაოდ უხარისხო და არ ჩანს , ეხლა მანდ დაახლოვებით 150 ატმოსფეროა. მაქსიმარული სამუშაო წნევა არის 200 ატმოსფერო ანუ შაშხანა რომ სურლად დატენო საჭიროა 200 ატმოსფერო ჰაერით დატუმბო იგი.
შაშხანა აღჭურვილია ხმის მოდერატორით , მოდერატორის შიგნით ჩახედვისას გავარჩიე სამი ტიხარი ჰაერის კამერებისთვის, ხმის მოდერატორის წინა საცობი ამოიხრახნება ისე როგორც ეს ხდება AA S410–ზე. გასროლის ხმა საკმაოდ ჩუმია , ანუ ოთხაში სროლისას არ ბრახუნებს შემაწუხებლად თუმცა არცთუისე ჩუმი ვერ გავიგოთ გასროლის ხმა. მაგრამ ეს ხმა გაცილებით ჩუმია ვიდრე ნაბისმიერი ზამბარდგუშიანი მაგნუმ კლასის პნევმატიკის გასრილის ხმა
ვაგრძლებ
შაშხანას გააჩნია პლასტიკისგან დამზადებული „რვიანი“ (ის დეტალი რომელიც აფიქირებს ლულას რეზერვუართან) თუმცა მას წმინდა დეკორატიული დანიშნულება უფრო აქვს ამ შემთხვევაში ვიდრე ლულის მაფიქსირებელის, რადგან იგი საერთოდ არ არის დაფიქსირებული არც ლულაზე და არც რეზერვუარზე უბრალოდ წამოცმულია და მეტი არაფერი. ასეთ შემთხვევაშ ლულა უნდა იყოს რესივერში მყარად დამაგრებული რომ სტაბილურად მოვარტყათ მიზანს თმცა ისიც თავისუფლად ქანაობს რესივერში. ამ შემთხვევაშ ხელის შევლება აუცილებელია , როგორმე უნდა დავაფიქსიროთ რვიანი ლულაზე და რეზერვუარზე, თორემ ოპტიკის დაყენებას და შორ დისტანციებზე სროლას აზრი არ ექნება.
კონდახის უკანა საბჯენი რეზინი რეგულირებადია, საკმაოდ მარტივი და საიმედო კონტრუქციაა. კონდახი საკმაოდ აკურატულად არის გაკეთებული , აქვს გლუვი ზედაპირი , ოდნავ ხაოიანი , თუმცა ერთი შეხედვით გამოიყურება საკმაოდ „იაფფასიანად“
დასატენი პორტი ჩვეულებრივია , აქვს მტვრისგან დამცავი საცობი , რომელიც დატენის დროს უნდა ამოვაგდოტ სატუმბშ შტუცერის მიწოლით , მაგრამ ამის გაკეთება არის შეუძებელი , რადგან რეზერვუარი ისე დგას რომ ამ საცობის ამოგდებას ლულა უშლის ხელს... ცუდია , დიდი ხანი წვალების შემდეგ როგორც იქნე კბილის საჩიჩქნით ამოვაგდე ეს საცობი საპირისპირო მხარეს ( აღარ დავაბრუნებ თავის ადგილას ამის ნერვები არ მაქვს ) ამის გასწორება შესაძლებელია რეზერვუარი ოდნავი დატრიალებით .... მაგრამ დატრიალდება რო?
აქ უკვე ჩვენ ვხედავთ ოპტიკისთვის განკუთვნილ რელსებს მერცხლის კუდის და ვივერის სიმბიოზს, ეს რაღაც ახალია და სავარაუდოდ ჰატსანის დაპატენტებული უნდა იყოს, პრიციპშ მშვენიერი რამეა ამაზე წავა ორივე ტიპის რგოლები , მეცხლის კუდისთვის განკუთვნილიც და ვივერისთვისაც ჰო რელსები 11 მმ–ია.
„რკინეულობა“ შიგნიდანაც ასევე ნორმალურად გამოიყურება როგორც გარედან , დამუშავებულია საკმაოდ აკურატულად , ასევე მთელი ეს „რკიეულობა“ კონდახზე მაგრდება 3 ვინტით , თუმცა როგორც მაღლა ავღნიშნე ვინტი რომელიც ამაგრებს ლულას და რეზერვუარს „რვიანთან“ უბრალოდ ფიქტიურია.
კიდე კომპლექტში მოდის აი ეს: რეზერვუარის უკანა საცობი , შტუცერი და მისი 4 ცალი სათადარიგო დამამკვრივებელი რეზინა , სათადარიგო მჭიდი.
ეს საუნდ მოდერატორის შიგთავსია , მთლად ის არ არის რაც უნდა იყოს მაგრამ ეტყობა რაღაცას აკეთებს რადგან ხმას ახშობს
ლულა არის შეცდომიდ გაჩარხული, მაგრამ "ფასკა" გადასარევად გაუკეთებიათ.
საშინლად გაკეთებულია სატუმბი შტუცერი, მთლიანად ქლიბის და სხვა მჭრელი ხელსაწყოების კვალებშია, საკვირველია მაგრამ მუშაობს კარგად.
ყველა ხრახნი ზალიან უხარისხოა. როგორ ახერხებენ თურქები რომ ყველა საქმეში ჩაა..ვან ვერ ვხვდები.
კონდახის ფორმა ძალიან არასწორია, ხელი მეტკინა... ხვალვე ავიღებ და ყველა კუთხეს მოვაცილებ!!! თურქი დიზაინერები როგორც ჩანს ეცადნენ ეცადნენ „ჰაი-ტეკი“ გაეკეთებინათ და გამოუვიდათ საშინლად არასწორი გეომეტრიის მქონე კონდახი. ქრონოგრაფში სროლისას აღმოჩნდა 2 "პლატო", თვალებს ვერ უჯერებდი მაგრამ ფაქტია...
ტყვიები - CrosmanPremier CP10.5
200 ატმ.
221 268 258 221 257 ( მ/წმ)
190 ატმ.
301 306 308 305 306 (მ/წმ)
180 ატმ.
310 307 310 306 308 (მ/წმ)
170 ატმ.
ეს 5 გასროლა არ გამიზომია
160 ატმ.
304 302 299 298 297 (მ/წმ)
150 ატმ.
296 294 290 293 288 (მ/წმ)
135 ატმ.
285 277 278 278 281 ??? (მ/წმ)
125 ატმ.
280 278 277 276 275 (მ/წმ)
110 ატმ.
269 267 266 266 262 (მ/წმ)
100 ატმ.
259 254 252 248 247 (მ/წმ)
90 ატმ.
სროლის დასასრული.
სროლის შედეგები 30 მეტრზე , პატარა ნიავი იყო , ტყვიები იგივე თუმცა ფასკა უფრო კარგად დამუშავებული , ზედა სამიზნეში 5 ტყვიააა ნასროლი , ქვედაში 10
დასკვნის მაგიერ - შაშხანას გააჩნია მაქსიმალური სამომხმარებლო ნაკრების მახასიათებლები: ხმის მოდერატორი, სატუმბი პორტი, მანომეტრი, 10 ტყვიანიმჭიდი, "საბიატლონო გადასატენი", ავტომატური მცველი, ოპტიკის უნივერსალური სამაგრი "რელსები", რეგულირებადი უკანა საბჯენი რეზინი, გადამშვების დამკვრივება რესივერში. საშუალო ხარისხის, იაფი შაშხანაა , სროლა კოლოფიდან როგორც დავინახეთ ზოგიერთ მოდელზე შესაძლებელია ზოგს დამუშავება სჭირდება( კოლოფიდან ნიშნავს როდესაც იარაღს ისვრი ყიდვისთანავე ყოველგვარი აპგრეიდის და დამუშავების გარეშეა ანუ იმ მახასიათებლებით როგორიც პირდაპირ ქარხნიდან მოდის ), მაგრამ ხელის შევლებისშემდეგ, შაშხანა არაერთხელ გაახარებს თავის მფლობელს. ერთი სითყვიტ ბიუჯეტური სანადირო შაშხანაა ფართო მასებისთვის გათვლილი. თურქეთშ ეს ფიშტო თავის ოპტიკით ( მართალია საშნელი ოპტიკაა მაგრამ ცოტა ხნით გაერთობა კაცი სანამ ნორმალურ რამეს შეიძენს) 560 ლარი ღირს.
პირველწყარო WWW.TOPGUNS.RU
ბრავო ჯორჯიკ, კარგი რეპორტია. იმედია ამ ფორუმელებს ეს ეგზემპლარი მაინც დააინტერესებს თავისი ფასით- 600 ლარი სადღაც. http://yatagun.com.tr/ აი თურქული საიტი, მთავარია ჩამოტანა შეძლოთ.
აი დავამატებ ცინცხალ ვიდეოს ამერიკიდან, საინტერესოა უყურეთ:
ესეც იგი ვე ჰატსანია, პროსტო ამერიკაში სხვა სხელით შეაქვთ.
აი ეს კი არის იგივე ჰატსანი, ოღონდ ერთდამტენიანი (შესაბამისად იაფი). ამასაც სხვა სახელი ქვია ამერიკაში:
nihontoman
ზუსტად არ ვიცი , გავიგებმალე და დავდებ ინფოს , ფასი ჯერ უცნობია , იმედია 1000$-ს არ დაადებენ
geojorjika
ნუ თუ ნორმალურად გაყიდიან, მაშინ მგონი უპრობლემოდ შეუძლიათ გაყიდონ მრავალდამტენიანი ვარიანტები სადღაც 650-700 ლარად (საკმაოდ მისაღები ფასია). მაგარამ მე რომ მაგათი ამბავი ვიცი, 1000 ლარს თუ არ გადააცილეს მაშინ არაუშავს.
ცაბაძის ქუჩაძე კუთხეში რომ არის მონადირის მაღაზია მაგათ უნდა ჩამოეტანათ წესით როგორც მითხრეს გუშინ უკვე მაღაზიაში უნდა ქონოდათ, hatsan-ის PCP კონკრეტულად რომელი მოდელი აქვთ ჩამოტანილი არ ვიცი ამ დრეებში ვაპირებ გასვლას და გარკვევას და საინტერესოა რა ფასს დაადებენ.
dawiti
დღეს ვიყავი და ჩვეულებრივი ჰაცანის ზ.დ.პ-ების და გრიგოლას Crosman 1077-ის არდა არაფერი არ იყო თუ არ ჩავთვლით ერთ სვტ-ს ერთ მოსინს და ერთ ნორინკოს გეკოს
რავი აბა მე ეგრე მითხრეს დიდი ამბით პსპ ჩამოგვაქვსო რაც მე მაგათ პსპ-ზე ველაპარაკე ბოლოს გავრისკავთ და ჩამოვიტანთო და კვირას ვიყავი მისული და მითხრეს რომ სამშაბათს განვაბაჟებთ და უკვე მაღაზიაში გვექნებაო.
გუშინ ვიყავი კაკრას ამ მონადირის მაღაზიაში, აფასებენ 615 ლარს (მშვენიერი ფასია, მე არ ველოდი), ნასოსი 170 დოლარიო, ანუ 280 ლარი. შეიძლება გარისკვა ვისაც აინტერესებს....
დღს ვნახე დინამოსთან შემოუტანიათ აღნიშნული ფიშტო 650 ლარად, ამ ფასად მშვენიერი ფიშტოა ნასოსი ცალკე 350 ლარი ღIრს
გაუმარჯოს ბიჭებს..........
მინდა აღნიშნული მოდელის შეძენა, ჰასტანის ფირმის პსპ-სი...... მაინტერესებს დიდი სხვაობაა ამ მოდელსა და Marauder-ს შორის სიძლიერისა და სიზუსტის მხრივ?
და კიდე მაინტერესებს ამ თოფებს დატენვის დროს (პსპ მაქვს მხედველობაში) ნასოსით ბევრი ჩელიჩი უნდა?
ანუ როგორც ვნახე აქ დაწერილებში, ნასოსმა თოფში დიდი ატმოსფერო უნდა შექმნას....... და არც ის მინდა რომ ნასოსით დატენვის დროს დიდი ენერგია წაიღოს.......
დაახლოებით რამდენი ჩაბერვა სჭირდება?
donmixo
ესე იგი ჰატსანი სიმძლავრით ჯობია? ვააა საღოლ თურქებს..... და მიზანში მიტანაზე რას მეტყვი?
donmixo
თავის ფასის კვალობაზე იდეალურად ისვრის
ყველაზე იაფად სად ვიყიდი ხომ არ იცით ჰასტანის AT44 10s -ს? მაგნუმში თოფი 625 ლარი ღირს + ნასოსი + ოპტიკა და სადღაც 1000 ლარი გამოდის.......
ოპტიკა მინდა ისეთი რომელიც დაახლოებით 4-6 ჯერ მაინც მოიტანს ახლოს.....
donmixo
მაგნუმში.
ოპტიკა მოყვება რამე? არ ვიცი ზუსტად ისე კი მე ამას გირჩევდი
http://www.amazon.com/UTG-3-9X32-Range-Estimating-Mil-Dot/dp/B001BR6PT6/ref=sr_1_12?ie=UTF8&qid=1290439420&sr=8-12
ეს უფრო უნივერსალურია
http://www.amazon.com/Centerpoint-Optics-Adventure-4-16x40-Shooting/dp/B001PO5QOK/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1290439460&sr=8-1
+ ბიპოდიც მოყვება, კარგია სროლისას
არა ოპტიკა არ მოყვება............... და ამაზონიდან რომ გამოვიწერო რამდენ ხანში ჩამოვა? გამოგიწერია რამე მანდედან? და ის მეორე 16X რომ უწერია ახლოს მოტანა, - აი მაგას თბილისში რამდენად ჩამომიტანენ?
donmixo
შენ თუ არ ჩამოიტან არავინ არ ჩამოგიტანს, და თუ ჩამოგიტატენ ერთი იმდენს დააადებენ ზედ. ის მეორე პრაქტიკაშI ძალიან კარგი რამე
აგერ წაიკითხე
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=476
გა საერთოდ აჰა ეს წაიკითხე მაგ თოფზე ყველაფერი წერია თითქმის
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1294
დიდი მადლობა გაიხარე.................... ესე იგი მაგნიუმში ვყიდულობ......... და მაგნიუმს ნორმალური ოპტიკები აქვთ რამე, ღირს მანდ ყიდვა?
donmixo
აქვთ იაპონურები მაგრამ ძვირია, სენ მაგდენს არ გადაიხდი და საერთოდ ნომრალური ოპტიკა იარაღზე გაცილებით ძვირი ღირს
Geoჟორჟიკა
donmixo
აი ნორმალურს რას ეძახი ოღOნდ გამაგებინე და გირჩევ
nihontoman
ესე იგი ჰასტანი თუ შევიძინე დაშლა და გაწმენდა არ უნდა? კარგია.......
Geoჟორჟიკა
ვიყიდე გუშინ როგორც იქნა ჰასტანა................. ხის კონდახიანი, 10-იანი მჭიდით..... მაყუჩით, და ბარსკას 8-32X42 -იანი ოპტიკით.....
ეხლა ტირი მაინტერესებს სად არი თბილისის ტერიტორიაზე, რომ მივიდე და 50 მეტრში შევძლო ოპტიკის გასწორება, არი ეგეთი სადმე თუ ბუნებაში მომიწევს გასვლა?
გუშინვე ვსინჯე დამაინტერესა როგორ ისროდა, ჩვეულებრივი სამიზნით საკაიფოდ შეუბერე... ხოლო ოპტიკას დაახლოებით 25 მეტრში 10 სმ-ით მარჯვნივ მიქონდა..... ნუ მერე ცოტა მოსაღამოვდა და ვეღარ გავაგრძელე......
ამიტომ ტირი მაინტერესებს სად არი და ეგებ მითხრათ მისამართი.............
donmixo
პირველ რიგშI გილოცავ. ოპტიკის გასწორება პრობლემა არ არის ,
ტირი არის სპორტკომპლექ ქარიშხალასთან , სკა-ს ტირი იკითხე მანდ.
სურათები დადე , და მცირე რეპორტი (შტაბეჭდილებები, ემოციები, როგორ ისვრის და აშე შემდეგ )
donmixo
გილოცავ, მშვიდობაში....
Geoჟორჟიკა
+1
Geoჟორჟიკა
nihontoman
გაიხარეთ ბიჭებო..................
სროლით კარგად ისვრის მგონია................. რავი აბა ჯერ სიჩქარე არ გამიზომია........ მაგრამ დღეს ვნახე და ეტყობა რომ ძლიერი დარტყმა უნდა ქონდეს, მაგრამ ქრონოგრაფის გარეშე რა გითხრათ..... და თუ ვისმე სურვილი გექნებათ ქრონოგრაფში რომ გავზომოთ სიჩქარე და თან ქრონოგრაფიც თუ გაიჩითა გავიდეთ ქალაქგარეთ და ვნახოთ,,,,,,,,,
ნატახტრისკენ დაჩაზე ავიდეთ და გავზომოთ, გავასწოროთ..............
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)